გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი თემა
ვიმოგზაუროთ რიცხვთა სამყაროში?
სწავლების საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 30 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი მომავალში რიცხვების არაათობითი ჩანაწერების შესწავლის.
არაპოზიციური სისტემის გაცნობის ინტერესი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები 

  • მოსწავლეები გაეცნობიან რომაულ, ეგვიპტურ ციფრებს. განივითარებენ რომაული და ეგვიპტური ციფრების მეშვეობით რიცხვის ჩაწერისა და წაკითხვის უნარ- ჩვევებს,  იმსჯელებენ ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით
მათ. V.1

  • იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას
  •       იყენებს 10-ის ხარისხებს დიდი რიცხვების ჩაწერისას. მსჯელობა ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით (ეგვიპტური, რომაული)
წინასწარი ცოდნა
ნატურალური რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, კლასებად დაყოფა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილზე, აქტიურობა ჯგუფურ მუშაობაში,
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლეს შეუძლია
·         რომაული რისხვების ჩაწერა და წაკითხვა
·         ეგვიპტური რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა
·         რომაული და ეგვიპტური რიცხვების გამოსახვა თვლის ათობით სისტემაში
·         ათობითი პოზიციური სისტემაში ჩაწერილი რიცხვების გამოსახვა რომაული და ეგვიპტური რიცხვებით
·         მსჯელობა ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი  პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა PowerPoint,
მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელო მათემატიკა V გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა1 (6 წთ)
დავალების პრეზენტაცია
(ჯგუფური სამუშაო)
დავალება-მოიძიონ მასალები, ნახატები რომლებიც მოგვითხრობენ ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის კულტურისა და ისტორიის შესახებ
აქტივობა 2 (15 წთ)
მასწავლებელი პროექტორის მეშვეობით ეკრანზე  აჩვენებს რიცხვის ჩაწერის ნიმუშებს ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ნიშნების გამოყენებით. აჩვენებს როგორ იყენებდნენ ქართულ ანბანს რიცხვების ჩასაწერად.  მოუთხრობს იმის შესახებ, რომ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც თითებზე ითვლიან და არ იცინ რიცხვების  დასახელება, ჩაწერა და წაკითხვა.
 აქტივობა 3 (4 წთ)
მასწვლებელი ჯგუფებში სადისკუსიოდ დასვამს საკითხს: რიცხვების ჩაწერის რომელი სისტემაა უფრო ხელსაყრელი, ათობითი პოზიციური სისტემა თუ რიცხვების ჩაწერის სხვა სისტემები - ეგვიპტური, რომაული, ბერძნული?
( ათობით პოზიციურ სისტემაში რიცხვები კომფაქტურად ჩაიწერება, ამ სისტემაში ადვილია რიცხვებზე მოქმედება)
აქტივობა 4 (10 წთ)
ჯგუფებში მოსწავლეები შეასრულებენ სავარჯიშოებს
·         დააკავშირე ჩანაწერები ერთმანეთთან
                   CD     XI      XXXV     LIII         XL    XC     CM
                   900     400       53       35       11         90            40
·         ჩაწერე რისხვები თვლის ათობით სისტემაში.
II,   VI,  VII,  XIV,   XXVI,    CCCVII,   CC,   MD
·         ჩაწერეთ რომაული ციფრებით შემდეგი რიცხვები
13, 19,  21,  39,  41,  49,  50,   51,   90,  99,  100,   499,   999,   1000,   207
·         სახელმძღვანელოდან- ეგვიპტური ციფრებით ჩაწერე რისხვები თვლის ათობით სისტემაში  და პირიქით
აქტივობა 5 ( 5წთ)
შესრულებული სამუშაოს  წარდგენა
 აქტივობა 6 ( 5წთ)
შფასება
 საშინაო დავალება





Комментариев нет:

Отправить комментарий